Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი აშშ-ს მოუწოდებს, არ


ევროპის პარლამენტი აშშ-ს მოუწოდებს, არ წამოიწყოს ცალმხრივი ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ.

ევროპის პარლამენტი აშშ-ს მოუწოდებს, არ წამოიწყოს ცალმხრივი ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ.
ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელსაც პარლამენტის 287 წევრი მიემხრო. წინააღმდეგი იყო 209 დეპუტატი. რეზოლუცია მოიცავს ასევე მოწოდებას გაეროსადმი, მიაგნოს მშვიდობიან გზას ერაყის კრიზისის მოსაგვარებლად. ამავე რეზოლუციით მოითხოვენ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის "სრულმასშტაბიან და უპირობო" თანამშრომლობას გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, რომლებიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს დაეძებენ.
XS
SM
MD
LG