Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე ქართველმა


უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა უნდა შეათანხმონ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის

უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა უნდა შეათანხმონ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის
გაგრძელებასთან, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლასთან და აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის რუსული პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. ასევე ხუთშაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მანდატს არ გაუგრძელებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს, თუ არ შეჩერდება აფხაზეთის მაცხოვრებლებზე რუსული პასპორტების გაცემა და არ შეწყდება სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა. ჯაფარიძის თქმით, საქართველო აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის ინტერნაციონალიზაციისა და მისი მანდატის გაფართოებისათვის იმის მიუხედავად, შეასრულებს თუ არა რუსეთი - საქართველოს მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG