Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ გაიმეორა მოწოდება


გაეროს უშიშროების საბჭომ გაიმეორა მოწოდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისაკენ, რომლის საფუძველი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დარჩენა უნდა იყოს.

გაეროს უშიშროების საბჭომ გაიმეორა მოწოდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისაკენ, რომლის საფუძველი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დარჩენა უნდა იყოს.
საბჭოს მიერ ხუთშაბათის სხდომაზე ერთხმად მიღებული რეზოლუცია სეპარატისტების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, მიიღონ გაეროს ძალისხმევით შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის სტატუსის საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით ვადა გაუგრძელეს საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა ჯგუფის მანდატს.
XS
SM
MD
LG