Accessibility links

ევროსაბჭოს საგანგებო წარმომადგენელი ჩეჩნეთის საკითხებში


ევროსაბჭოს საგანგებო წარმომადგენელი ჩეჩნეთის საკითხებში, ფრენკ ჯადი გადადგომით იმუქრება, თუ რეფერენდუმი ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის შესახებ გეგმისამებრ,

ევროსაბჭოს საგანგებო წარმომადგენელი ჩეჩნეთის საკითხებში, ფრენკ ჯადი გადადგომით იმუქრება, თუ რეფერენდუმი ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის შესახებ გეგმისამებრ,
მარტში გაიმართება. ფრენკ ჯადს აუცილებლად მიაჩნია რეფერენდუმის გადადება ჩეჩნეთში უშიშროების მხრივ შექმნილი ვითარებისა და იმ ათასობით ჩეჩნის გამო, რომელიც ომს გაექცა და კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჯადმა გუშინ გააცნო თავისი რეკომენდაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მაგრამ მას შემდეგ ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არ არის გარკვევით ნათქვამი, რომ რუსეთს რეფერენდუმის ვადის გადატანა ჰმართებს.
XS
SM
MD
LG