Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ფაქტიურად გაიმეორა მოწოდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ,

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ფაქტიურად გაიმეორა მოწოდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ,
რისი საფუძველიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უნდა იყოს. უშიშროების საბჭო კატეგორიულად მოუწოდებს აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლებს მიიღონ გაეროს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის სტატუსს საქართველოს ფარგლებში განსაზღვრავს. რეზოლუცია აგრეთვე მოუწოდებს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც გავლენა აქვთ კონფლიქტის მხარეებზე ხელი შეუწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვას, რომელიც გაეროს მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს დაეფუძნება, რისი წინააღმდეგიც რუსეთი გახლავთ. თებერვალში ჟენევაში გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ დღეს თბილისში განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე შესაძლებელია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხზე გამოსავლის მოძებნა.
XS
SM
MD
LG