Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს


გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ მანამდე, სანამ ის ბაღდადის მიწვევას დათანხმდება,

გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ მანამდე, სანამ ის ბაღდადის მიწვევას დათანხმდება,
ერაყში უნდა მოიხსნას ყოველგვარი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ინსპექტორებს სამუშაოს შესრულებაში. ერაყს სურს, რომ ორი კვირის შემდეგ გაეროში მორიგი მოხსენებით გამოსვლამდე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელები მუჰამედ ელბარადეი და ჰანს ბლიქსი ბაღდადს ეწვიონ. ერაყელი გენერლის ჰოსსამ მუჰამედ ამინის თქმით, ისინი სადამ ჰუსეინის მრჩეველმა გენერალმა ამირ ალ-საადიმ მიიწვია, რომ 10 თებერვლამდე ბლიქსმა და ელბარადეიმ ერაყის ლიდერთან უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში წამოჭრილ ტექნიკურ საკითხებზე და მონიტორინგის სისტემის განახლებაზე ისაუბრონ.
XS
SM
MD
LG