Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ნატოს მოუწოდა ერაყის მიერ თურქეთზე შეტევის განხორციელების შემთხვევაში დაიცვას მოკავშირე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ნატოს მოუწოდა ერაყის მიერ თურქეთზე შეტევის განხორციელების შემთხვევაში დაიცვას მოკავშირე.
ეს განცხადება იასარ იაკისმა ანკარაში ევროკავშირის დელეგაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე გააკეთა, რომელზეც სამი ძირითადი საკითხი განიხილება: თურქეთის საზღაური ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კვიპროსის ხელახალი გაერთიანების მცდელობა და ერაყში ომის დაწყების შესაძლებლობა. ევროკავშირის დელეგატები არიან საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ პაპანდრეო, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსს ფლობს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი და ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ სამხედრო ალიანსის სიმტკიცე დიდად იქნება დამოკიდებული თურქეთის სათანადოდ დაცვაზე, რადგან ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც ერაყს ესაზღვრება. ნატოს სხვა წევრები საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და ლუქსემბურგი ნაადრევად მიიჩნევენ თურქეთის დაცვისთვის სამხედრო მანევრების დაწყებას, რადგან ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ დიპლომატიისა და გაეროს განიარაღების ინსპექციის დახმარებით ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG