Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მუჰამედ ელბარადეი თვლის, რომ ჩრდილოეთი კორეა არღვევს

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მუჰამედ ელბარადეი თვლის, რომ ჩრდილოეთი კორეა არღვევს
შეთანხმებას ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და საჭიროდ მიიჩნევს უშიშროების საბჭოს ჩარევას საკითხის გარკვევაში.
ვენაში გამოვლისას ელბარადეიმ აღნიშნა, რომ ის სთხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭოს ჩრდილოეთ კორეის საკითხის განსახილველად 12 თებერვალს შეიკრიბოს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ჩრდილოეთ კორეს ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს ატომური სადგურისა და ბირთვული საწვავის წარმოების ასამუშავებლად. ელბარადეი თვლის, რომ წარმოების ამუშავებიდან ექვს თვეში ჩრდილოეთ კორეა შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის საწვავის დამზადებას. ჩრდილოეთ კორეა უშიშროების საბჭოს მხრიდან მის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოსალოდნელი სხდომის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG