Accessibility links

logo-print

დღეს ერევანში სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა


დღეს ერევანში სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია მეძამორის ატომური სადგურის

დღეს ერევანში სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია მეძამორის ატომური სადგურის
მართვაზე კონტროლის უფლება რუსეთს გადაეცეს. ეს ქმედება რუსეთის მიმართ ვალის დაფარვის სქემის ნაწილი იქნება.
სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა არმენ მოვსესიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხის განსახილველად ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს თებერვალში შეხვდებიან. სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეძამორის ატომურ სადგურს რუსეთის მხარის 30 მილიონი დოლარი მართებს, რაც რუსეთიდან მიწოდებული ბირთვული საწვავის ფასი გახლავთ. მეძამორის ატომური სადგური სომხეთის ელექტრომომარაგების 45 პროცენტს უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG