Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარექ აზიზმა


ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარექ აზიზმა განაცხადა,

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარექ აზიზმა განაცხადა,
რომ გაეროს განიარაღების საერთაშორისო კორმისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი ერთი კვირის შემდეგ, 8 თებერვალს ეწვევა ერაყს. ხოლო მომდევნო 6 დღის შემდეგ, ბლიქსი საანგარიშო მოხსენებით უნდა წარსდგეს, ისევ, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე, განიარაღების ექსპერტთა მიერ ერაყში გაწეული საქმიანობის შესახებ. თავად ბლიქსსა თუ გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ, რომ განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე 8 თებერვალს ხელმეორედ ეწვევა ერაყს. ბლიქსმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ, ერაყში ამასწინანდელი სტუმრობის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენეს, რომ ბაღდადი ბოლომდე არ ასრულებს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის თაობაზე გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
XS
SM
MD
LG