Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი


აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "კოლუმბია", რომელშიც 7 ასტრონავტი, მათ შორის

აშშ-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "კოლუმბია", რომელშიც 7 ასტრონავტი, მათ შორის
პირველი ისრაელი კოსმონავტი იმყოფებოდა, კოსმოსში 16-დღიანი მისიის დამთავრების შემდეგ, ფლორიდის კოსმოდრომზე დაშვების წინ ჰაერში დაიმსხვრა. კოსმოსური მაქოს ნამსხვრევები ტეხასის შტატის ტ ერიტორიაზე ნახეს. ხომალდი დაფრენის დროს დაიმსხვრა ნაწილებად, დაახლოებით 70 კილომეტრის სიმაღლეზე. როგორც აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერჯერობით არაა არანაირი სამხილი იმისა, რომ ტერორისტული აქტი გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი. ეს, კოსმოსური "მაქოს" მეორე კატასტროფაა 1986 წლის შემდეგ, როცა აფრენის დროს აფეთქდა "ჩელენჯერი", რომელშიც 7 ასტრონავტი იმყოფებოდა ასევე. "კოლუმბია" - ყველაზე ძველი კოსმოსური "მაქოა". მან 1981 წელს განახორციელა პირველი გაფრენა კოსმოსში.
XS
SM
MD
LG