Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ


ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ კონტინენტის ქვეყნებს მოუწოდა, გადალახონ უთანხმოება და ერაყის მიმართ ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ კონტინენტის ქვეყნებს მოუწოდა, გადალახონ უთანხმოება და ერაყის მიმართ ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები ორ ბანაკად გაიყვნენ. საფრანგეთი და გემანია კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან. დიდი ბრიტანეთი და რიგი სხვა ქვეყნები მზად არიან მხარი დაუჭირონ შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციაში. დღეს გაეროს საერთაშორისო ინსპექტორებმა ერაყში შეამოწმეს ცხრა ობიექტი. მათ შორის რაკეტების კომპონენთა გამომშვები სამი საწარმო და რძის ქარხანა. ჯგუფის ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი 8 თებერვალს გამართავენ ახალ მოლაპარაკებებს ბაღდადში. გუშინ ჰანს ბლიკსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განსაახლებლად ერაყმა უნდა მიიღოს რიგი პირობები. ერთ-ერთი პირობა იყო ერაყის ტერიტორიაზე იუ-2-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენის დაშვება. დღეს გაეროში ერაყის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს სანქციის არსებობის შემთხვევაში ბაღდადი არ შეეწინააღმდეგება სადაზვერვო ფრენას.
XS
SM
MD
LG