Accessibility links

ერაყში გაეროს ასზე მეტი ინსპექტორი


ერაყში გაეროს ასზე მეტი ინსპექტორი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას.

ერაყში გაეროს ასზე მეტი ინსპექტორი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას.
გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ გაზარდა იმ საქონლის სია, რომლის შეტანაც ერაყში მხოლოდ საგანგებო ნებართვით არის დაშვებული. ეს საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებით. დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ვერავითარ აზრს ვერ ხედავს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც, როცა ბაღდადი გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერაყის უარს, ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, დაუყოვნებლივ მოჰყვება სამხედრო აქცია ბაღდადის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG