Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი


დღეს საქართველომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაგეგმილ სამხედრო აქციას.

დღეს საქართველომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაგეგმილ სამხედრო აქციას.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, მან წერილი გაუგზავნა თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს. წერილში ნათქვამია, რომ რეჟიმი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ქმნის, უნდა დაისაჯოს. სწორედ რეჟიმი და არა ხალხიო - დასძინა შევარდნაძემ. მისივე თქმით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმად ერაყს უკვე აქვს მასობრივი განადგურების ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი და ახლა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს.
XS
SM
MD
LG