Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის


ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუს მშვიდობისდამცველთა გაყვანა აუცილებლად გამოიწვევს შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას.

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუს მშვიდობისდამცველთა გაყვანა აუცილებლად გამოიწვევს შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას.
ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სანამ მშვიდობისდამცველთა გაყვანის საკითხი გადაიჭრებოდეს, საჭიროა გონივრული გადაწყვეტილების პოვნა მათს ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ედუარდ შევარდნაძემ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც ამ საკითხზე მსჯელობა არ მოისურვა. შევარდნაძემ დასძინა, რომ იგი აპირებს, შეხვდეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ჰეიდარ ალიევს, რათა მასთან ერთად განიხილოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანელ მშვიდობისდამცველთა გაგზავნის საკითხი. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარე დაინტერესებულია აფხაზეთის პრობლემის მოგვარებით და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG