Accessibility links

დევნილთა სახალხო პარტია შემოდგომისთვის დანიშნულ


დევნილთა სახალხო პარტია შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული აღორძინების კავშირთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

დევნილთა სახალხო პარტია შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული აღორძინების კავშირთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
დევნილებისა და აღორძინების კავშირის წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრაზე ამის შესახებ გამოაცხადა დევნილთა სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ბორის კაკუბავამ. აფხაზეთიდან დევნილთა მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობა კაკუბავამ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს დააკისრა. კაკუბავას აზრით, დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესს სათავეში უნდა ჩაუდგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე.
XS
SM
MD
LG