Accessibility links

აშშ-ის ტეხასის შტატში იპოვეს შაბათს


აშშ-ის ტეხასის შტატში იპოვეს შაბათს, კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" აფეთქების შედეგად დაღუპული შვიდივე ასტრონავტის ნეშტები.

აშშ-ის ტეხასის შტატში იპოვეს შაბათს, კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" აფეთქების შედეგად დაღუპული შვიდივე ასტრონავტის ნეშტები.
კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA განაგრძობს "კოლამბიის" ავარიის მიზეზთა გამოძიებას. პარალელურად, ლუიზიანისა და ტეხასის შტატებში გრძელდება ხომალდის ნამსხვრევების ძიება. დღეს NASA-ს ხელმძღვანელმა შონ ო'კიფმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პატაკი ჩააბარა. შემდეგ, ტელევიზიით გამოსვლისას, ო'კიფმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები ჯერჯერობით არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავენ და დასკვნის გაკეთებისას, მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნობიან. [შონ ო'კიფის ხმა] შეგახსენებთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურმა ხომალდმა "კოლამბიამ" კატასტროფა განიცადა შაბათს, როცა კოსმოსური ორბიტიდან დედამიწაზე ბრუნდებოდა. NASA-ს ექსპერტთა ცნობით, ატმოსფეროში შესვლისთანავე ხომალდის მარცხენა ნაწილში მკეთრად მოიმატა ტემპერატურამ, რასაც აფეთქება მოჰყვა. ტემპერატურის ზრდის შესაძლო მიზეზად სპეციალისტები ხომალდის კორპუსის თერმოდამცველი საფარის დაზიანებას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG