Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა უარყო გაზეთ "ლოს


თეთრმა სახლმა უარყო გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსის" მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს განზრახული ჰქონდეთ,

თეთრმა სახლმა უარყო გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსის" მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს განზრახული ჰქონდეთ,
ყველაზე მეტი, ექვსი კვირით შემოუფარგლონ მუშაობის ვადა ერაყში მყოფ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტს არ განუსაზღვრავს ზუსტი თარიღი იმისა, თუ როდის უნდა დამთავრდეს ერაყის ობიექტების შემოწმება. ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯოფ ჰუნმა.
XS
SM
MD
LG