Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს თავის მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტეხასის შტატში ჰიუსტონის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს თავის მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტეხასის შტატში ჰიუსტონის
კოსმოსის კონტროლის ცენტრში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც დაღუპული კოსმოსური ხომალდის "კოლამბიის" ასტრონავტების ხსოვნას მიეძღვნა.
ცერემონიას ესწრებოდა ათი ათასზე მეტი ადამიანი, აგრეთვე ყოფილი ასტრონავტები, კოსმოსური კვლევის სააგენტოს წარმომადგენლები და ცნობილი პოლიტიკოსები.
"კოლამბიის" ავარიას მის ბორტზე მყოფი ყველა 7-ვე ასტრონავტი შეეწირა. ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში გრძელდება ხომალდის ნამსხვრევების ძებნა.
დღესვე რუსეთმა განაცხადა, რომ არ შესწევს უნარი განაახლოს კოსმოსური კვლევის ის პროგრამა, რომელიც აშშ-ის შეჩერებული პროგრამას შეცვლიდა.
XS
SM
MD
LG