Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთში


შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას მომხდარი დარღვევების თაობაზე ცნობების გამო.

შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას მომხდარი დარღვევების თაობაზე ცნობების გამო.
სომხეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ორდუეიმ განაცხადა, რომ უნდა გამოკვლეულ იქნეს ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ რობერტ ქოჩერიანის მომხრეები სახელისუფლო უფლებამოსილებებს იყენებენ საარჩევნო კამპანიის დროს. ელჩმა აგრეთვე გაკიცხა გუშინ ქალაქ არტაშატში ოპოზიციური ორგანიზაცია "კონსტიტუციური უფლებების საბჭოს" აქტივისტზე, ჰაიკ ბაბუხანიანზე თავდასხმის ფაქტი. ბაბუხანიანი დანით დაჭრეს გულის არეში. მომხდარში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG