Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა


ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთები,

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთები,
რომ ერაყი არ ასრულებს უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს განიარაღების თაობაზე. პაუელმა საბჭოს გააცნო თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალა და ერაყელი ოფიცრების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. [პაუელის ხმა] " უშიშროების საბჭო თავის მნიშვნელობას ჩააგდებს საფრთხეში, თუკი იგი ერაყს უფლებას მისცემს კვლავაც არ დაემორჩილოს მის ნებას და ეფექტიანად და სწრაფად არ გასცემს მას პასუხს." ერთსაათიან გამოსვლაში პაუელმა წარმოადგინა სამხილი ერაყის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესახებ. მისი თქმით, აშკარაა, რომ ერაყი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG