Accessibility links

logo-print

პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები", რომელმაც


პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები", რომელმაც სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდო ბრალი,

პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები", რომელმაც სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დასდო ბრალი,
საქართველოში არასტაბილური ვითარების შექმნაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესებას არ გამორიცხავს. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, სიმპტომატურია, რომ ჯორბენაძე, რომელიც ცდილობს პარლამენტის გაკონტროლებას, მუდმივად საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების ,,დალაგებაზე", ამასთან იმავე განცხადებებს აკეთებს პარლამენტის ე.წ. თემატური უმრავლესობის ,,ბურჯი", ვიცე-სპიკერი, ,,სოციალისტური პარტიის" ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი. ოთხშაბათს ,,ახალმა მემარჯვენეებმა" განაცხადეს, რომ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგადაც ქვეყნის სათავეში მოვიდოდა ავთანდილ ჯორბენაძე, ხოლო მეორე პირი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გახდებოდა.
XS
SM
MD
LG