Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყის


კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყის საკითხი სულ რამდენიმე კვირაში რაიმე გზით გადაიჭრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასეთი კომენტარით გამოვიდა

კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყის საკითხი სულ რამდენიმე კვირაში რაიმე გზით გადაიჭრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასეთი კომენტარით გამოვიდა
ქვეყნის სენატის საგარეო უთრიერთობათა კომიტეტში, რასაც ერთი დღით წინ უსწრებდა მისი გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში. პაუელის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერის მოპოვების მხრივ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბაღდადში ამ კვირის მიწურულს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელების, მოჰამედ ელბარადეისა და ჰანს ბლიქსის ვიზიტი. თუ სადამ ჰუსეინს სურს დაამტკიცოს, რომ სათანადოდ თანამშრომლობს განიარაღების ექსპერტებთან, მაშინ მათ მისცემს შეიარაღების პროგრამებზე მომუშავე ერაყელ მეცნიერებთან და ინჟინრებთან შეხვედრის უფლებასო, განაცხადა პაუელმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებაზე, თუმცა, შესაძლოა, ომი ასეთი რეზოლუციის გარეშეც წამოიწყოს.
XS
SM
MD
LG