Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა, ჰანს


გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა ერაყი ექსპერტებთან არასაკმარისად თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა ერაყი ექსპერტებთან არასაკმარისად თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
ბლიქსი და გაეროს ატომური სამეთვალყურეო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელბარადეი დღეს ლონდონში შეხვდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს. როგორც ბლიქსმა მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა, ერაყს არ წარუდგენია დამაჯერებელი სამხილები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას აღარ გააჩნია აკრძალული იარაღი. ბლიქსის თქმით: [ბლიქსის ხმა] "ერაყს გაეროს ინსპექტორებისთვის არ წარუდგენია გასანადგურებელი აკრძალული მოწყობილობები, ან სამხილები, რომ ასეთი მოწყობილობები აღარ არსებობს. ეს ერაყს, როგორც ჩანს, ნაკლებად საყურადღებო საკითხებად მიაჩნია და მას ამ მხრივ უკეთ თანამშრომლობა ჰმართებს." ბლიქსის თქმით, კვირის ბიწურულს ბაღდადში მისი და ელბარადეის ვიზიტის დროს, ისინი მოითხოვენ განიარაღების ინსპექტორებთან ერაყის თანამშრომლობას, ისევე როგორც ბაღდადის დაყაბულებას სადაზვერვო ფრენაზე და ერაყის მოქალაქეების გამოკითხვაზე. ხოლო ელბარადეის თქმით, ერაყს ესაჭიროება მკვეთრი ცვლილების შეტანა თავის დამოკიდებულებაში განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობის მიმართ, ვიდრე ექსპერტები მომავალ კვირაში ანგარიშს ჩააბარებენ გაეროს უშიშროების საბჭოს.
XS
SM
MD
LG