Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ მიუნხენში იხსნება ყოველწლიური საერთაშორისო


ხვალ მიუნხენში იხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე, რომელზეც, ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა ერაყის კრიზისი იქნება

ხვალ მიუნხენში იხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე, რომელზეც, ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა ერაყის კრიზისი იქნება
მიუნხენში გამოსვლას გეგმავს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომელიც უკვე მიუნხენში იმყოფება. რამსფელდი დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდება. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს, უკრაინის, ნორვეგიისა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრებთან. ორდღიან კონფერენციას მიუნხენში 40 ქვეყნის 250-მდე ექსპერტი დაესწრება. მიუნხენში ელიან აგრეთვე ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონსა და ევროკავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას. დღეს კი დონალდ რამსფელდმა რომში ყოფნისას განაცხადა, რომ საერთაშორისო დიპლომატიური მცდელობა ერაყის ნებაყოფლობით განიარაღების მიზნით ფუჭი აღმოჩნდა. რამსფელდი იტალიაში პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა და იტალიის თავდაცვის მინისტრ ანტონიო მარტინოს შეხვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე რამსფელდმა დასძინა, რომ მოვლენების განვითარება ერაყში ომის დაწყების ალბათობის ზრდაზე მიანიშნებს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ერაყის ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური პროგრამები ყოველთვიურად წინ მიიწევს. ამასთან ერთად კი იზრდება იმის საფრთხე, რომ თავად ერაყი, ან ტერორისტები შეძლებენ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.
XS
SM
MD
LG