Accessibility links

logo-print

მანამდე, სანამ დასავლეთი ევროპა ერაყზე


მანამდე, სანამ დასავლეთი ევროპა ერაყზე ერთიანი პოზიციის შემუშავებას ცდილობს, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ერაყზე შეიარაღებული თავდასხმის

მანამდე, სანამ დასავლეთი ევროპა ერაყზე ერთიანი პოზიციის შემუშავებას ცდილობს, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ერაყზე შეიარაღებული თავდასხმის
მხარდამჭერი პოზიცია სულ უფრო მტკიცდება. ბულგარეთის პარლამენტმა ნება დართო შეერთებულ შტატებს გამოიყენოს მისი საჰაერო სივრცე ერაყში ომის დაწყების შემთხვევაში.
ბულგარეთმა აგრეთვე გამოთქვა თანხმობა გამოყოს 150 ჯარისკაცი ქიმიური, ბიოლოგიური, ან ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ერაყის მეზობელ ქვეყნებში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობისთვის. ერთი დღით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სლოვაკეთის პარლამენტმაც. დღეს კი უნგრეთმა განაცხადა, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში საკუთარი საჰაერო სივრცე დაუთმოს შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებს. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებას გაეროს ახალი რეზოლუცია დასჭირდება და იქვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ომის არაერთი ალტერნატივა. "ომი ყველაზე ცუდი გამოსავალია", - აღნიშნა შირაკმა და შეახსენა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომ ისინი პასუხს აგებენ ერაყის განიარაღების ალტერნატიული გზების მოძიებაზე. საფრანგეთი თვლის, რომ ერაყში ომის შესაძლო დაწყებისთვის ნატოს მიერ სამხედრო გეგმებზე ზრუნვა ნაადრევია. ვენაში კი გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის კრიზისის დაძლევის პროცესში საერაშორისო საზოგადოებრიობა აქცენტს კვლავ ინსპექტორებზე აკეთებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება საფრანგეთის პოზიციას ეხმიანება. კერძოდ, ივანოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ვერ ხედავს გაეროს მიერ ერაყში სამხედრო ოპერაციების დაწყებისთვის რეზოლუციის მიღების აუცილებლობას.
ცნობისათვის, იგივე პოზიციაზე დგას გერმანიაც.
XS
SM
MD
LG