Accessibility links

logo-print

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელები


გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელები - ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელ-ბარადეი

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელები - ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელ-ბარადეი
დღეს ბაღდადში ჩავიდნენ, სადაც ორდღიან მოლაპარაკებას გამართავენ ერაყის ხელმძღვანელობასთან. დღის წესრიგში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერაყელ ხელისუფალთა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება იქნება. მოელიან, რომ ბლიქსი და ელ-ბარადეი ბაღდადში წამოაყენებენ გაეროს ორ ძირითად მოთხოვნას - რომ განიარაღების ექსპერტებმა სადაზვერვო თვითმფრინავი გამოიყენონ მასობრივი განადგურების იარაღის ძიებისას, და რომ ერაყელ მეცნიერებს, რომლებიც შეიარაღების სფეროში მოღვაწეობდნენ, ოფიციალურ წარმომადგენელთა თანდასწრების გარეშე გაუსაუბრონ განიარაღების ექსპერტები.
XS
SM
MD
LG