Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინიის შტატის ქალაქ უილიამსბურგში სიტყვით


ვირჯინიის შტატის ქალაქ უილიამსბურგში სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააფრთხილა

ვირჯინიის შტატის ქალაქ უილიამსბურგში სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააფრთხილა
დღეს შეერთებული შტატები, თავი შეიკავოს ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედებისაგან. ანანმა თქვა, რომ სამხედრო ძალის ნებისმიერი გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უნდა იყოს ნებადართული. თუმცა კოფი ანანი არ გამორიცხავს ომის შესაძლებლობას და დასძენს, რომ უშიშროების საბჭომ არ უნდა აარიდოს თავი პასუხისმგებლობას, თუ ერაყი კვლავაც დაარღვევს გაეროს რეზოლუციებს. ამასობაში ბაღდადში, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელებმა ჰანს ბლიქსმა და მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადეს, რომ ერაყს საკმაო დრო დარჩა იმისთვის, რათა თავიდან აიცილოს ომი. ბლიქსი და ელ-ბარადეი დღეს ჩავიდნენ ბაღდადში, რათა დაარწმუნონ ერაყის ხელისუფლება იმაში, აუცილებელია განიარაღების ექსპერტებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა. 14 თებერვალს, ბლიქსი და ელ-ბარადეი მორიგ საანგარიშო მოხსენებას წარუდგენენ გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა საქმიანობის შესახებ.
XS
SM
MD
LG