Accessibility links

logo-print

თედო ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ბოლომდეა


თედო ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ბოლომდეა მიყვანილი პანკისის ხეობაში ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალური დაჯგუფებების განადგურება.

თედო ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ბოლომდეა მიყვანილი პანკისის ხეობაში ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალური დაჯგუფებების განადგურება.
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, ოპერაციები გრძელდება პანკისში შეიარაღებული პირების ჩეჩნეთიდან შეჭრის აღსაკვეთად. მანვე ყურადღება გაამახვილა პანკისში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველო-რუსეთის საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვის საჭიროებაზე. ჯაფარიძე გამოვიდა აგრეთვე მოწოდებით, შეიქმნას შავი ზღვის უშიშროების სისტემა თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით - რუსეთს პარტნიორის სპეციალური სტატუსი უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, ჯაფარიძე მიემხრო აზერბაიჯანის შეყვანას შავი ზღვის უშიშროების სისტემაში.
XS
SM
MD
LG