Accessibility links

logo-print

მიუნხენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანია


მიუნხენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ ერთობლივი ინიციატივით, ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

მიუნხენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ ერთობლივი ინიციატივით, ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.
გერმანიის განცხადებით, ის და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენენ ერთობლივ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ერაყში განიარაღების ექსპერტების მუშაობის მასშტაბის გაზრდას ომის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის მინისტრ პეტერ შტრუკის თქმით, გერმანია და საფრანგეთი იმედოვნებენ, რომ პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო დადებითად შეაფასებს მათ ინიციატივას. პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოში ანგარიშით წარდგებიან განიარაღების ექსპერტები. მაგრამ გეგმას, რომლის მიხედვით, ინსპექტორებმა მხარდაჭერა უნდა მიიღონ გაეროს ჯარებისაგან, უკვე მოჰყვა კრიტიკა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრივ. ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის თქმით, გეგმაში საკითხი არასწორად არის დასმული - პრობლემაა არა განიარაღების ექსპერტების მუშაობა, არამედ ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მიერ გაეროს მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამ კომენტარით პაუელი ტელეკომპანია "NBC"-თან ინტერვიუში გამოვიდა. ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, მიუნხენის პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მოსკოვი მიემხრობა გერმანია-საფრანგეთის გეგმას, თუ მას უშიშროების საბჭოში განიხილავენ.
XS
SM
MD
LG