Accessibility links

logo-print

ერაყის შესახებ გერმანია-საფრანგეთის ინიციატივას, რომლის


ერაყის შესახებ გერმანია-საფრანგეთის ინიციატივას, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება, უკვე მოჰყვა გამოხმაურება

ერაყის შესახებ გერმანია-საფრანგეთის ინიციატივას, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება, უკვე მოჰყვა გამოხმაურება
- ბრიტანეთის მხრივ უარყოფითი. მიუნხენის კონფრენეციაზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ჩარლზ პაუელმა თქვა, რომ ასეთი გეგმისაგან დიდი სარგებელი მოსალოდნელი არ არის და რომ ერაყში გაეროს ძლიერი ჯარის გაგზავნა არ არის სამხედრო ოპერაციის ალტერნატივა. ეს მოსაზრება გაიზიარა რამდენიმე მომხსენებელმა, მათ შორის გერმანელმა გენერალმა კლაუს ნაუმანმა, რომელიც ადრე ნატოს სარდლობის წევრი იყო, და აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უილიამ კოენმა. მაგრამ ზოგი მოღვაწე მიესალმა გერმანია-საფრანგეთის ინიციატივას, მათ შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, რომლის თქმით, მოსკოვი მხარს დაუჭერს ინიციატივას, თუ მას გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგენენ. ამის შესახებ ივანოვმა მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
XS
SM
MD
LG