Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის შეფასებით


ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის შეფასებით, არაბებს არ შესწევთ ერაყში ომის თავიდან აცილების უნარი.

ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის შეფასებით, არაბებს არ შესწევთ ერაყში ომის თავიდან აცილების უნარი.
ასევე მუბარაქის თქმით, მან წერილი გაუგზავნა ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს მოწოდებით, მიიღოს ზომები კრიზისისათვის ბოლოს მოსაღებად. ამ საკითხზე მუბარაქმა ისაუბრა ეგვიპტის ტელევიზიაში მას შემდეგ, რაც საზღვაო კურორტ შარმ ელ შეიხში შეხვდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და ლიბიის ლიდერ მოამერ გადაფის. მოგვიანებით მათ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდ ელ ფაიზალი და არაბული ლიგის გენერალური მდივანი ამრ მუსა შეუერთდნენ. მუბარაქის თქმით, მალე რეგიონში მოელიან აშშ-ის წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უილიამ ბარნსს. მაგრამ ომის თავიდან აცილების შანსი, მუბარაქის შეფასებით, უმთავრესად, ერაყის მოქმედებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG