Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აპირებს "პატრიოტის" ტიპის ანტი-სარაკეტო


გერმანია აპირებს "პატრიოტის" ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემების თურქეთში გაგზავნას.

გერმანია აპირებს "პატრიოტის" ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემების თურქეთში გაგზავნას.
ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პეტერ შტრუკმა, რომლის თქმით, აღჭურვილობას მომავალ კვირაში ჩაიტანენ ნიდერლანდში, საიდანაც ის თურქეთში გაიგზავნება. ოფიციალური ინფორმაციით, ნიდერლანდელი და არა გერმანელი სამხედროები მოემსახურებიან ანტისარაკეტო სისტემას თურქეთში იმის გამო, რომ ბერლინი უარს ამბობს ჯარისკაცების გაგზავნაზე ერაყის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამ საკითხზე შტრუკმა დღეს მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა. ამასობაში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუი მიშელმა ბრიუსელში გამოაცხადა, რომ ბელგია წინ აღუდგება ნატოს გეგმას, ერაყთან ომის შემთხვევაში თურქეთის დაცვის შესახებ. მიშელის ეს კომენტარი ბელგიის ტელევიზიაში მოჰყვა მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის მოქმედება ნატოს მიერ თურქეთის დაცვის შესახებ გეგმის დასაბრკოლებლად, დაუშვებელია და ძირს უთხრის ნატოს დამაჯერებლობას.
XS
SM
MD
LG