Accessibility links

გერმანიის კანცლერმა "დამაიმედებელი" უწოდა ერაყში


გერმანიის კანცლერმა "დამაიმედებელი" უწოდა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელთა მუშაობის შედეგებს.

გერმანიის კანცლერმა "დამაიმედებელი" უწოდა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელთა მუშაობის შედეგებს.
გერჰარდ შრიოდერი ბერლინში ვიზიტად მყოფ ვლადიმირ პუტინთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია ბაღდადში გაეროს შეიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელის, ჰანს ბლიქსის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. როგორც კანცლერმა აღნიშნა, მსოფლიომ უნდა შეიტყოს, ფლობს თუ არა ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს და ამის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ინსპექტორებს მეტი დრო ესაჭიროებათ. პრეს-კონფერენციაზე შრიოდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა ერაყის მშვიდობიანი განიარაღების მიმართ. პუტინის თქმით, ამ საკითხში საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი ერთი აზრისა არიან. პუტინის სიტყვებით, ამჟამად რუსეთი ვერ ხედავს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საჭიროებას.
XS
SM
MD
LG