Accessibility links

სოფიის ცენტრში ასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა


სოფიის ცენტრში ასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისა და მასში ბულგარეთის მონაწილეობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.

სოფიის ცენტრში ასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისა და მასში ბულგარეთის მონაწილეობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.
"არ დავუშვათ ბუშისა და ბლერის ომის ერაყის წინაღამდეგო" - გაიძახდნენ დემონსტრაციის მონაწილეები, რომელთაგან ზოგს ერაყის დროშა ეჭირა. ეს გამოსვლა მოჰყვა გასულ კვირაში ბულგარეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრას, რომლის შედეგად მხარი დაუჭირეს ომის შემთხვევაში ერაყის მოწინააღმდეგეებისათვის ლოგისტიკური დახმარების გაწევას და განთავსებას სამხედრო შენაერთისა, რომელიც ბრძოლაში არ მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG