Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეის პრემიერ-მინისტრმა კიმ სუკ


სამხრეთი კორეის პრემიერ-მინისტრმა კიმ სუკ სუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობის აზრით, ჩრდილოეთი კორეა არ ფლობს

სამხრეთი კორეის პრემიერ-მინისტრმა კიმ სუკ სუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობის აზრით, ჩრდილოეთი კორეა არ ფლობს
ატომურ იარაღს. ეს თვალსაზრისი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოზიციას. დღესვე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორი ხავიერ სოლანა სეულში ჩავიდა, სადაც სამხრეთი კორეის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავს კსდრ-ის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ სიტუაციას. ფხენიანში თავისი დელეგაციის გაგზავნას ევროკავშირი თავდაპირველად მიმდინარე კვირაში გეგმავდა, მაგრამ ვიზიტი გადაიდო, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ ჩრდილოეთი კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ირთან შეხვედრის საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გუშინ არ გამორიცხა ფხენიანთან ვაშინგტონის მოლაპარაკების შესაძლებლობა, რასაც დაჟინებით მოითხოვს ჩრდილოეთი კორეა.
XS
SM
MD
LG