Accessibility links

logo-print

ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში საფრანგეთმა, ბელგიამ


ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ დაბლოკეს ერაყთან ომის დაწყების შემთხვევაში თურქეთისთვის სამხედრო დახმარების პროგრამის განხილვა.

ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ დაბლოკეს ერაყთან ომის დაწყების შემთხვევაში თურქეთისთვის სამხედრო დახმარების პროგრამის განხილვა.
სამივე ამ ქვეყნის აზრით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო სამზადისი შექმნიდა მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ომი გარდაუვალია. ამის შემდეგ თურქეთმა ნატოს მიმართა თხოვნით - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად - დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები. ასეთ განაცხადს ის მოკავშირე აკეთებს, რომელსაც თავდასხმა ემუქრება. მეოთხე მუხლის ამოქმედების შუამდგომლობა ნატოს არსებობის 54-წლიან ისტორიაში პირველად გაკეთდა. ბრიუსელში გამართული კონსულტაციები დღეს რეზოლუციის მიუღებლად დასრულდა. ხვალ ისინი ნატოს პოლიტიკურ ორგანოში - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გაგრძელდება. ნატოში აშშ-ის ელჩის ნიკოლას ბერნსის განცხადებით, ალიანსი "ნდობის კრიზისს" განიცდის, რადგან სამი მოკავშირე საშუალებას არ აძლევს ორგანიზაციას, თავის ერთ-ერთ წევრს თავდაცვის სფეროში დაეხმაროს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იასარ იაკისმა იმედი გამოთქვა, რომ უთანხმოება მოგვარდება.
XS
SM
MD
LG