Accessibility links

logo-print

რუსეთის ადამიანის უფლებების დაცველებმა გამოთქვეს


რუსეთის ადამიანის უფლებების დაცველებმა გამოთქვეს თავიანთი სურვილი,

რუსეთის ადამიანის უფლებების დაცველებმა გამოთქვეს თავიანთი სურვილი,
რომ ჩეჩნეთის კონსტიტუციის მიღების მიზნით დაგეგმილი რეფერენდუმი 23 მარტიდან უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდოს. ამ მიმართვაში ნათქვამია, რომ რეფერენდუმის მოწყობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ზავის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება დაიდება დაპირისპირებულ მხარეებს, მათ შორის, ასლან მასხადოვის მომხრეთა შორის. კრემლისადმი ამ განცხადებაზე ხელისმომწერების მიმართვაში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება.
დღესვე რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის მიესალმებოდა საერთაშორისო მეთვალყურეებს ამ რეფერენდუმის დროს.
უფლებადამცავი ჯგუფის "მემორიალის" თანახმად, ჩეჩნეთში დაკარგულა 2800 მშვიდობიანი მოქალაქე ომის დაწყების შემდგომ. ეს რიცხვი აღემატება ჩეჩნეთში სტალინისტური ტერორის დროს 37-38 წლებში გამქრალი ადამიანების რაოდენობას.
XS
SM
MD
LG