Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ორჯერ გადადო თავისი


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ორჯერ გადადო თავისი საგანგებო შეხვედრა,

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ორჯერ გადადო თავისი საგანგებო შეხვედრა,
რომელიც დილას უნდა დაწყებულიყო და რომელიც ერაყის თაობაზე აზრთასხვადასხვაობის გამო დაიგეგმა. ეს შეხვედრა დაწყებისთანავე შეწყდა აზრთა დიდი სხვადასხვაობის გამო. ნატო ცდილობს მოაგვაროს შინა უთანხმოება, ერაყის ომის შემთხვევაში თურქეთისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. გერმანია, საფრანგეთი და ბელგია უარს არიან გასწიონ ეს დახმარება, სანამ ომი დაიწყებოდეს, აცხადებენ რა, რომ წინასწარ მზადება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ დიპლომატიური საშუალებები ამოიწურა. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუი მიშელმა თქვა, რომ თურქეთის გაძლიერება ახლა ომის ლოგიკის აღიარება იქნებოდა.
თეთრი სახლის წარმომადგელმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ ეს სამი ქვეყანა საკუთარ თავს აქცევს იზოლაციას, როცა 16 დანარჩენს არ ემხრობა. ფლაიშერის აზრით, ეს უთანხმროება დრობითია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ უარყო საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის ინციატივა, გააძლიერონ ინსპექტორთა რიგები, სტრომ თქვა, რომ ინსპექტორთა რიცხვი არ მოგვცემს ერაყის განიარაღების გარანტიას.
XS
SM
MD
LG