Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ


სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ ოთხშაბათს, ,,ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია" უწოდა,

სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ ოთხშაბათს, ,,ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია" უწოდა,
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის წინადადებას, რომლითაც თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის განსამტკიცებლად, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა უნდა განახლდეს. გენადი გაგულიას თქმით, აბაშიძის პოზიცია მისასალმებელია, რამდენადაც ადრე, ,,რკინიგზა რამდენიმე სახელმწიფოს აკავშირებდა", ამიტომაც მოძრაობის განახლება ,,საღი აზრია". მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1996 წელს თბილისმა და სოხუმმა გზის გახსნის შესახებ მოილაპარაკეს, თუმცა შემდეგ საქართველოს მხარემ ,,აბსურდული პოლიტიკური ულტიმატუმი წამოაყენა", რომლითაც მიმოსვლა მას შემდეგ განახლდება, რაც ,,აფხაზეთი საქართველოს თავს დაუხრის".
XS
SM
MD
LG