Accessibility links

logo-print

საქართველო მზად არის ერაყის წინააღმდეგ


საქართველო მზად არის ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციის დროს აშშ-ს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო მხარდაჭერაც აღმოუჩინოს,

საქართველო მზად არის ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციის დროს აშშ-ს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო მხარდაჭერაც აღმოუჩინოს,
განაცხადა ხუთშაბათს რადიოკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ. მისი თქმით, ასეთი წინადადებით მიმართა საქართველოს მხარემ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელს. ამჟამად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არჩევანს გააკეთებს შეერთებული შტატები, თქვა თედო ჯაფარიძემ. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს დაადასტურა მზადყოფნა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს აშშ-ს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მხრიდან აშშ-თვის დახმარების გაწევის შესახებ გარკვეული მოსაზრება გამოითქვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ და თუ იქნება მითითება, სამხედრო უწყება ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხით. მჭედლიშვილის თქმით, ვაზიანის ბაზის აეროდრომი შედარებით უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა. ამ აეროდრომს მძლავრი შესაძლებლობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მძიმე თვითმფრინავების მიღება შეუძლია, აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG