Accessibility links

logo-print

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ხელი


საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცენ

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცენ
ერთმანეთის მოქალაქეები მეორე მთავრობის თანხმობის გარეშე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ენ მარქსმა განაცხადა, რომ შეთანხმება 10 თებერვალს იქნა ხელმოწერილი თბილისში. საქართველო 21-ე ქვეყანაა, რომელთანაც ამერიკამ ასეთი შეთანხმებები დადო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც მომავალ წელს დაიწყებს მუშაობას, მსოფლიოს 89 ქვეყანა შეუერთდა. ბუშის ადმინისტრაცია სასამართლოში გაწევრიანებას იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ამას შეერთებული შტატების სამოქალაქო და სამხედრო პირების პოლიტიკური მოტივით დასჯა შეიძლება მოჰყვეს. შეერთებულმა შტატებმა ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას მოაწერა ხელი სასამართლოს შექმნის თაობაზე ხელშეკრულებას, მაგრამ სენატმა რატიფიკაცია არ გაუკეთა მას.
XS
SM
MD
LG