Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი


შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერაყს ბრალს სდებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეშ დარღვევაში.

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერაყს ბრალს სდებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეშ დარღვევაში.
ამის საბაბი გახდა გაეროს ექსპერტთა განცხადება, რომ ერაყი რაკეტების ახალ სისტემაზე მუშაობს. მიმდინარე კვირაში ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ერაყის ახალი რაკეტის, "ალ-სამუდ 2"-ის მოქმედების რადიუსი აღემატება გაეროს მიერ ერაყისთვის დადგენილ მაქსიმუმს - 150 კილომეტრს. როგორც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, თუკი ინსპექტორების დასკვნები დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერაყმა უხეშად დაარღვია გაეროს რეზოლუცია განიარაღების თაობაზე. ერაყისა და რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "ალ-სამუდ 2" ტიპის რაკეტები არ არღვევს რეზოლუციას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და საკადრის პასუხს გასცემს სადამ ჰუსეინს. ხვალ საერთაშორისო ინსპექტორთა ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოდის ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ ახალი მოხსენებით.
XS
SM
MD
LG