Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ დღეს


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ კვლავაც წინააღმდეგია ერაყის წინააღმდეგ ომისა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ კვლავაც წინააღმდეგია ერაყის წინააღმდეგ ომისა.
გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ერაყის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, საფრანგეთთან, რუსეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ყოველ ღონეს ხმარობს ვითარების მშვიდობიანი გზებით მოსაგვარებლად. [შრიოდერის ხმა] "უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მოვალეობაა ომის თავიდან აცილება - ამაზე არის ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული. არავითარ პოლიტიკას და არავითარ უშიშროების დოქტრინას არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ გაუაზრებლად დაგვითანხმოს ომზე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ჩვეულებრივ მოვლენაზე."
XS
SM
MD
LG