Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 14 თებერვალს


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 14 თებერვალს დაადგინა, რომ 15 ისლამური ორგანიზაცია, რომელთაგან, ორი ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებთან არის დაკავშირებული, ტერორისტულ დაჯგუფებებს წარმოადგენს.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 14 თებერვალს დაადგინა, რომ 15 ისლამური ორგანიზაცია, რომელთაგან, ორი ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებთან არის დაკავშირებული, ტერორისტულ დაჯგუფებებს წარმოადგენს.
ჩეჩნეთთან დაკავშირებული ორი ჯგუფიდან ერთი "კავკასიის მოჯაჰედთა უმაღლესი სამხედრო საბჭო" გახლავთ, რომელიც შამილ ბასაევის სახელს უკავშირდება და მეორე - "იჩქერიისა და დაღესტნის ხალხთა კონგრესი", რომელიც მოვლადი უდუგოვის სახელთან არის დაკავშირებული. რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ ტერორირსტულ დაჯგუფებებად გამოცხადებულ ორგანიზაციათა შორის არის აგრეთვე: ალ-ყაიდა, თალიბანი და ლიბანში, ეგვიპტეში, პაკისტანში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში არსებული რადიკალური პარტიები. სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული ორგანიზაციების რუსეთის ტერიტორიაზე არსებული წარმომადგენლობები უნდა გაუქმდეს, განხორციელდეს მათი ქონების კონფისკაცია და ყადაღა დაედოს მათ საბანკო ანგარიშებს.
ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის მთავარმა წარმომადგენელმა სერგეი იასტრჟემბსკიმ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპის ბევრი ქვეყანა ემხრობა ამგვარ მიდგომას: როცა ქვეყანა ჯერ დაადგენს ტერორისტულ ორგანიზაციებს და შემდეგ მიიღებს ზომებს მათი საქმიანობის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG