Accessibility links

logo-print

14 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში


14 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერაყში ომის შესაძლო დაწყების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

14 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერაყში ომის შესაძლო დაწყების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რიცხვი 150 ათასს აღწევდა.
ათასობით პალესტინელი შეიკრიბა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ერაყისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად. ეგვიპტის დედაქალაქში ორი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ. აქცია მოეწყო სარაევოშიც. მომავალი ორი დღის მანძილზე მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი ნიუ იორკსა და ლონდონში.
XS
SM
MD
LG