Accessibility links

logo-print

ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ


ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ დღეს განაცხადა,

ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ დღეს განაცხადა,
რომ გააუქმებს უკრაინასთან ბიზნესის წარმოებაზე დაწესებულ შეზღუდვებს მაშინვე, როგორც კი უკრაინის მთავრობა ახალ საფინანსო კანონებს განახორციელებს. უკრაინის პარლამენტმა გასულ თვეში მიიღო კანონი, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული. ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკრაინა მანამდე დარჩება ე.წ. შავ სიაში, სანამ არ შესრულდება მისივე პარლამენტის მიერ მიღებული კანონი.
გასულ დეკემბერს ამ ორგანიზაციამ უკრაინას "არათანაშრომლობისუნარიანის" იარლიყი მიაკუთვნა და მოუწოდა ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მიეღოთ სათანადო ზომები უკრაინის ბანკებისა და საფინანსო ინტიტუტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG