Accessibility links

logo-print

14 თებერვალს ჰააგაში ჟურნალისტური ფოტოს


14 თებერვალს ჰააგაში ჟურნალისტური ფოტოს მსოფლიო ორგანიზაციამ 2002 წლის საუკეთესო ფოტო-რეპორტიორი დაასახელა.

14 თებერვალს ჰააგაში ჟურნალისტური ფოტოს მსოფლიო ორგანიზაციამ 2002 წლის საუკეთესო ფოტო-რეპორტიორი დაასახელა.
იგი გახლავთ სომხური წარმოშობის ერიკ გრიგორიანი, რომელიც ლოს-ანჟელესში მოღვაწეობს და ამერიკული ფოტო-სააგენტოს "პოლარის იმიჯის" წევრია. გრიგორიანის მიერ შესრულებული ფოტო, რომელიც ირანში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის ტრაგიკულ სურათს ასახავდა, კონკურსზე 3 ათას 900 ავტორის მიერ წარდგენილ 54 ათას ნამუშევარს შორის იყო. 27 აპრილს, ამსტერდამში ერიკ გრიგორიანს ჟურნალისტური ფოტოს მსოფლიო ორგანიზაცია 10 ათას ევროს გადასცემს.
XS
SM
MD
LG