Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში, ებრაული დასახლების მახლობლად


ღაზის სექტორში, ებრაული დასახლების მახლობლად,

ღაზის სექტორში, ებრაული დასახლების მახლობლად,
დღეს ნაღმზე აფეთქდა და ცეცხლის ალში გაეხვია ისრაელის ტანკი, რის შედეგადაც მასში მყოფი ოთხივე ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ჰამასმა" აიღო თავის თავზე. ისრაელ ჯარისკაცებთან მომხდარი შეტაკებებისას, ამ დღეებში, "ჰამასის" ორი აქტივისტი იქნა მოკლული. გუშინ, ისრაელის ჯარმა პალესტინელ მოიერიშეთა 13 სახლი დაანგრია ლტოლვილთა ბანაკ რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
XS
SM
MD
LG