Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს იმდენი დრო უნდა მიეცეს,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს იმდენი დრო უნდა მიეცეს,
რამდენიც მათ, ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად დასჭირდებათ. ფიშერი დარწმუნებულია იმაში, რომ სამხედრო ინსპექციები "ეფექტური ინსტრუმენტია" იმისთვის, რათა ერაყში ლიკვიდირებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღი. იოშკა ფიშერმა განაცხადა აგრეთვე, რომ ერაყში მიმდინარე სამხედრო ინსპექციებმა "არსებითად შეამცირა" ბაღდადიდან მომდინარე საფრთხე. მისივე თქმით, ერაყის კრიზისის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობები ჯერაც არაა ამოწურული.
XS
SM
MD
LG